Wednesday, June 8, 2011

სამკურნალო და მინერალური წყლები

       მინერალური წყლები არის მიწისქვეშა (ზოგჯერ ზედაპირული) წყლები,რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ მინერალებს (იშვიათად ორგანულ) კომპონენტებს და აქვს განსაკუთრებული ფიზიკურ–ქიმიური თვისებები (ტემპერატურა,რადიოაქტიურობა და სხვა. ) . მინერალური წყლების თვისებები ადამიანის ორგანიზმზე სამკურნალო გავლენას ახდენს,რის გამოც მათ სამკურნალო საშუალებად იყენებენ. სამკურნალო მიზნით ბუნებრივ ძალთა გამოყენებას მედიცინაში ფიზიოთერაპიას უწოდებენ. ( "ფიზის" ბერძნულად ნიშნავს ბუნებას, "თერპეო"__ მკურნალობას. ). მინერალური წყლების გამოყენებას სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ ბალნეოთრეპია ეწოდება.
       სამკურნალო წყალი შეიძლება ეწოდოს ისეთ წყალს ,რომელიც მინერალებს შეიცავს ერთ ლიტრ წყალზე არა ნაკლებ 1გრ.–ისა ან შეიძლება იგი 1გრ.–ზე ნაკლებიც იყოს. ამ შენთხვევაში ეს მინერალური წყალი მძაფრად მოქმედი უნდა იყოს ან მაღალი ტემპერატურით ხასიათდებოდეს.


ფიზიკურ–ქიმიური თვისებები 

       სამკურნალო წყლები დედამიწის სიღრმეში მიედინებიან ნიადაგის სხვადასხვა ფენებში. დედამიწასთან შეხების შედეგად ისინი (წყლები) ხსნიან სხვადასხვა მარილს და ითვისებენ მათ (განსაკუთრებით მაშინ, თუ ასეთი გავლის დროს ნიადაგში წყალს გაჩერება მოუხდება.) . ფიზიკურ–ქიმიურ თვისებებში შედის ტემპერატურა,მინერალიზაცია,იონური შედგენილობა,წყალში გახსნილი აირები,რადიოაქტიურობა,ბიოლოგიურად აქტიური ორგანული ნაერთები,მიკროელემენტები და ა.შ.


აირების წარმოქმნა მინერალურ წყლებში

       მინერალურ წყლებში აირების ნაწილი გახსნილ მდგომარეობაშია,ნაწილი კი თავისუფალ მდგომარეობაში.
       სამკურნალო წყლებში ყველაზე მეტი მნიშვნელობა ეძლევა ნახშირორჟანგს და გოგირდწყალბადის აირს,რომლებიც სპეციფიკური სამკურნალო თვისებებისაა. დანარჩენი გაზები,როგორიცაა აზოტი,წყალბადი,მეთანი და სხვ., ასრულებენ გარკვეულ როლს,თუმცა ჯერჯერობით მათი მნიშვნელობა საკმაოდ არ არის შესწავლილი.
       მინერალურ წყლებში ასევე ნახულობენ მთელ რიგ ძვირფას გაზებს. მათ შორის ყველაზე უფრო ღირსშესანიშნავია რადიუმის ემანაცია,ჰელიუმი,რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებათა დაშლის შედეგია. მისი რაოდენობა ზოგიერთ წყალში საკმაოდ დიდია. ამიტომ თუ ასეთი გაზის რაოდენობა 1/10–ზე მეტს აღწევს,მას ეძლევა პრაქტიკული მნიშვნელობა. გარდა ამისა წყლებში აგრეთვე ნახულობენ ურანს,თორიუმსა და აქტინიუმს.


წყლების ტემპერატურა

       ტემპერატურის მიხედვით გამოიყოფა მინერალური წყლების შემდეგი ჯგუფები : ძლიერ ცივი __ 4°C–მდე,   ცივი__ 4-20°C   ,  თბილი __ 20-37°C  ,   ცხელი (თერმული) __ 37-42°C, ძლიერ ცხელი (ჰიპერთერმული) __ 42°C და მეტი.


მინერალიზაცია 

       წყლის მინერალიზაცია მასში გახსნილი მინერალური ნივთიერებების საერთო რაოდენობით განისაზღვრება. განარჩევენ წყლის სუსტ (2გ/ლ–მდე), მცირე (2–5გ/ლ), საშუალო (5–15გ/ლ),  მაღალ (15–30გ/ლ), ნაჯერ (30–150გ/ლ) და ზენაჯერ (150გ/ლ–ზე მეტი) მინერალიზაციას.
(სუსტი მინერალიზაციისა და კალციუმის იონებიან მინერალურ წყლებს აქვს შარდმდენი თვისებები,რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან შარდთან ერთად ბაქტერიების,ლორწოს,ქვიშისა და წვრილი კონკრემენტების გამოყოფას.)
       მინერალური წყლების დალევა არ შეიძლება საყლაპავი მილისა და კუჭის შესავლის შევიწროვების, კუჭის დაწევის,გულსისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადების,თირკმლის გამომყოფი ფუნქციის დარღვევისა და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს.


კლასიფიკაცია

       მინერალური წყლების ფიზიკურ–ქიმიურ თვისებათა განხილვის შემდეგ შეიძლება მინერალური წყლები დავყოთ განსაკუთრებულ ჯგუფებად. მათი მინერალიზაციისა და იმისდა მიხედვით,თუ რომელი მარილები სჭარბობენ.
       სამკურნალო წყლები იყოფა 6კლასად : 
  1. ჰიდროკაბონატული წყლები
  2. ქლორიდული წყლები
  3. სულფატური წყლები
  4. კომბინაცია პირველი სამი ჯგუფის წყლებისა
  5. სამკურნალო წყლები,რომლებიც შეიცავენ ბიოლოგიურად აქტიურ იონებს : რკინას,დარიშხანს და სხვ.
  6. აირიანი წყლები
       აღსანიშნავია საქართველოში არსებული მინერალური წყლები : "ვაჟას წყარო", "ლუგელა", "სქური", "უწერა", "ყაზბეგი", ასევე ტყვარჩელისა და სხვა საბადოთა თერმული წყლები, წყალტუბოს სამკურნალო წყლები, ჯავის მინერალური წყლის საბადო, "ბორჯომი", "ნაბეღლავი", "საირმე", "ზვარე", თბილისის სამკურნალო წყალი,ნუნისისა და მახინჯაურის სამკურნალო წყლები და სხვ., "ცაიში", "ჯავა"ძაუ, "ლაშიჭალა", "ლებარდე", "მახინჯაური",  "ვარძია", "სულორი", "შოვი", "ლიკანი", "ავადჰარა"ვარძია–ნაქალაქევისა და ბოლნისის წყლები და სხვ.

 

No comments:

Post a Comment