Wednesday, June 8, 2011

სამკურნალო და მინერალური წყლები

       მინერალური წყლები არის მიწისქვეშა (ზოგჯერ ზედაპირული) წყლები,რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ მინერალებს (იშვიათად ორგანულ) კომპონენტებს და აქვს განსაკუთრებული ფიზიკურ–ქიმიური თვისებები (ტემპერატურა,რადიოაქტიურობა და სხვა. ) . მინერალური წყლების თვისებები ადამიანის ორგანიზმზე სამკურნალო გავლენას ახდენს,რის გამოც მათ სამკურნალო საშუალებად იყენებენ. სამკურნალო მიზნით ბუნებრივ ძალთა გამოყენებას მედიცინაში ფიზიოთერაპიას უწოდებენ. ( "ფიზის" ბერძნულად ნიშნავს ბუნებას, "თერპეო"__ მკურნალობას. ). მინერალური წყლების გამოყენებას სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ ბალნეოთრეპია ეწოდება.
       სამკურნალო წყალი შეიძლება ეწოდოს ისეთ წყალს ,რომელიც მინერალებს შეიცავს ერთ ლიტრ წყალზე არა ნაკლებ 1გრ.–ისა ან შეიძლება იგი 1გრ.–ზე ნაკლებიც იყოს. ამ შენთხვევაში ეს მინერალური წყალი მძაფრად მოქმედი უნდა იყოს ან მაღალი ტემპერატურით ხასიათდებოდეს.


ფიზიკურ–ქიმიური თვისებები 

       სამკურნალო წყლები დედამიწის სიღრმეში მიედინებიან ნიადაგის სხვადასხვა ფენებში. დედამიწასთან შეხების შედეგად ისინი (წყლები) ხსნიან სხვადასხვა მარილს და ითვისებენ მათ (განსაკუთრებით მაშინ, თუ ასეთი გავლის დროს ნიადაგში წყალს გაჩერება მოუხდება.) . ფიზიკურ–ქიმიურ თვისებებში შედის ტემპერატურა,მინერალიზაცია,იონური შედგენილობა,წყალში გახსნილი აირები,რადიოაქტიურობა,ბიოლოგიურად აქტიური ორგანული ნაერთები,მიკროელემენტები და ა.შ.


აირების წარმოქმნა მინერალურ წყლებში

       მინერალურ წყლებში აირების ნაწილი გახსნილ მდგომარეობაშია,ნაწილი კი თავისუფალ მდგომარეობაში.
       სამკურნალო წყლებში ყველაზე მეტი მნიშვნელობა ეძლევა ნახშირორჟანგს და გოგირდწყალბადის აირს,რომლებიც სპეციფიკური სამკურნალო თვისებებისაა. დანარჩენი გაზები,როგორიცაა აზოტი,წყალბადი,მეთანი და სხვ., ასრულებენ გარკვეულ როლს,თუმცა ჯერჯერობით მათი მნიშვნელობა საკმაოდ არ არის შესწავლილი.
       მინერალურ წყლებში ასევე ნახულობენ მთელ რიგ ძვირფას გაზებს. მათ შორის ყველაზე უფრო ღირსშესანიშნავია რადიუმის ემანაცია,ჰელიუმი,რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებათა დაშლის შედეგია. მისი რაოდენობა ზოგიერთ წყალში საკმაოდ დიდია. ამიტომ თუ ასეთი გაზის რაოდენობა 1/10–ზე მეტს აღწევს,მას ეძლევა პრაქტიკული მნიშვნელობა. გარდა ამისა წყლებში აგრეთვე ნახულობენ ურანს,თორიუმსა და აქტინიუმს.


წყლების ტემპერატურა

       ტემპერატურის მიხედვით გამოიყოფა მინერალური წყლების შემდეგი ჯგუფები : ძლიერ ცივი __ 4°C–მდე,   ცივი__ 4-20°C   ,  თბილი __ 20-37°C  ,   ცხელი (თერმული) __ 37-42°C, ძლიერ ცხელი (ჰიპერთერმული) __ 42°C და მეტი.


მინერალიზაცია 

       წყლის მინერალიზაცია მასში გახსნილი მინერალური ნივთიერებების საერთო რაოდენობით განისაზღვრება. განარჩევენ წყლის სუსტ (2გ/ლ–მდე), მცირე (2–5გ/ლ), საშუალო (5–15გ/ლ),  მაღალ (15–30გ/ლ), ნაჯერ (30–150გ/ლ) და ზენაჯერ (150გ/ლ–ზე მეტი) მინერალიზაციას.
(სუსტი მინერალიზაციისა და კალციუმის იონებიან მინერალურ წყლებს აქვს შარდმდენი თვისებები,რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან შარდთან ერთად ბაქტერიების,ლორწოს,ქვიშისა და წვრილი კონკრემენტების გამოყოფას.)
       მინერალური წყლების დალევა არ შეიძლება საყლაპავი მილისა და კუჭის შესავლის შევიწროვების, კუჭის დაწევის,გულსისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადების,თირკმლის გამომყოფი ფუნქციის დარღვევისა და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს.


კლასიფიკაცია

       მინერალური წყლების ფიზიკურ–ქიმიურ თვისებათა განხილვის შემდეგ შეიძლება მინერალური წყლები დავყოთ განსაკუთრებულ ჯგუფებად. მათი მინერალიზაციისა და იმისდა მიხედვით,თუ რომელი მარილები სჭარბობენ.
       სამკურნალო წყლები იყოფა 6კლასად : 
  1. ჰიდროკაბონატული წყლები
  2. ქლორიდული წყლები
  3. სულფატური წყლები
  4. კომბინაცია პირველი სამი ჯგუფის წყლებისა
  5. სამკურნალო წყლები,რომლებიც შეიცავენ ბიოლოგიურად აქტიურ იონებს : რკინას,დარიშხანს და სხვ.
  6. აირიანი წყლები
       აღსანიშნავია საქართველოში არსებული მინერალური წყლები : "ვაჟას წყარო", "ლუგელა", "სქური", "უწერა", "ყაზბეგი", ასევე ტყვარჩელისა და სხვა საბადოთა თერმული წყლები, წყალტუბოს სამკურნალო წყლები, ჯავის მინერალური წყლის საბადო, "ბორჯომი", "ნაბეღლავი", "საირმე", "ზვარე", თბილისის სამკურნალო წყალი,ნუნისისა და მახინჯაურის სამკურნალო წყლები და სხვ., "ცაიში", "ჯავა"ძაუ, "ლაშიჭალა", "ლებარდე", "მახინჯაური",  "ვარძია", "სულორი", "შოვი", "ლიკანი", "ავადჰარა"ვარძია–ნაქალაქევისა და ბოლნისის წყლები და სხვ.

 

Saturday, June 4, 2011

აბასთუმნის სამკურნალო წყლები

        ხალხური გადმოცემით,აბასთუმნის სამკურნალო წყლების ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ამავე წყაროს მიხედვით,თითქოს ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელი აბანავებდა მასში თავის მხედრებს და კურნავდა მათ მძიმე ჭრილობებისაგან. ახალციხის მაზრაში 1934 წლისთვის შენახულია ლეგენდები უძველესი დროიდან აღნიშნული წყლების მოქმედების შესახებ.
       ხოლო წერილობითი ინფორმაციით აბასთუმანი,მაშინდელი ოძრხე XVI საუკუნეში ყოფილა სახელგანთქმული სამკურნალო წყლებით.
       აბასთუმანში არსებობს 3 წყარო : "გოლიათის", "გველისა" და "საყმაწვილო". ჩატარებული ანალიზების შედეგად ,ამ წყაროებს ხან მარილ–გოგირდ–ტუტოვან წყლებად თვლიდნენ,ხან გოგირდოვან წყალთა ჯგუფს მიაკუთვნებდნენ,ხან კი მინერალურ ხასიათს უსვამდნენ ხაზს. მოგვიანებით,1883წ. კავკასიის საექიმო საზოგადოების მიერ ეს წყლები ცნობილ იქნა ინდიფერენტულ ანუ ქიმიურად განურჩეველ წყლებად (თერმი).


აბასთუმნის სამკურნალო წყლების ანალიზი რ.კუპცისის მიხედვით(გრ.–ებში)

გოლიათის წყარო 

       ანიონები :     ქლორის იონები                           _____0,1377
                               სულფატის იონები                     _____0,1639
                               ჰიდროსულფატების იონები    _____0,0037
                               კარბონატების იონები               _____0,0048

      კატიონები :   კალიუმის                         _____0,0004
                                ნატრიუმის                      _____0,1377
                                კალციუმის                      _____0,0306
                                მაგნიუმის                       _____0,0006
                                რკინის                              _____0,0003 

                               მყარი ნივთ.120°C გახურებით                _____0,5440
                               გახურებით დაკარგვის რაოდენობა     _____0,0124
                               წყლის ტემპერატურა                               _____48,5°C 
                               რადიაქტივობა                                           _____1,43 მ.ე.
                               Ph                                                                  _____7,6



გველის წყარო 

        ანიონები :     ქლორის იონები                             _____0,1047
                                 სულფატის იონები                      _____0,1211 
                                ჰიდროსულფატების იონები      _____0,0037
                                კარბონატების იონები                 _____0,0141

        კატიონები :   კალიუმის                         _____0,0062 
                                  ნატრიუმის                      _____0,1217
                                  კალციუმის                      _____0,0106 
                                  მაგნიუმის                       _____0,0007 
                                  რკინის                              _____0,0006

                                 მყარი ნივთ.120°C გახურებით                     _____0,4300 
                                 გახურებით დაკარგვის რაოდენობა          _____0,0168 
                                წყლის ტემპერატურა                                     _____42°C   
                                რადიაქტივობა                                                 _____1,43 მ.ე.  
                                Ph                                                                        _____7,6 


საყმაწვილო წყარო
   
        ანიონები :     ქლორის იონები                              _____0,1313  
                                 სულფატის იონები                       _____0,1302 
                                 ჰიდროსულფატების იონები      _____0,0044  
                                 კარბონატების იონები                 _____0,0252 

        კატიონები :   კალიუმის                         _____0,0063 
                                  ნატრიუმის                      _____0,1371 
                                  კალციუმის                      _____0,0243 
                                  მაგნიუმის                       _____0,0002 
                                  რკინის                              _____0,0010 

                                 მყარი ნივთ.120°C გახურებით               _____0,520
                                 გახურებით დაკარგვის რაოდენობა     _____0,026 
                                 წყლის ტემპერატურა                               _____39°C   
                                 რადიაქტივობა                                           _____0,48 მ.ე. 
                                  Ph                                                                 _____7,6 



კლინიკური დაკვირვებანი 

       რევმატული დაავადებანი :  

  •    სახსართა რევმატიზმი (30 შემთხვევა __ 22 განიკურნა) 
  •    კუნთოვანი სისტემის რევმატული დაავადება (65 შემთხვევა __ 55 განიკურნა)                                                                       (ექ.ანანოვის დაკვირვება)
  •    სახსართა რევმატიზმი (29შემთხვევა __ გამოკეთდა 21)
  •    კუნთოვანი სისტემის რევმატიზმი (64 შემთხვევა __ გამოკეთდა 54)
        უმრავლესობას დანიშნული ჰქონდა "გოლიათის წყაროს" აბაზანები 36°R–ით. ხშირად აბაზანების დასაწყისში რევმატული ხასიათის მოვლენები გაძლიერებულა,მაგრამ შემდეგ მათ თანდათანობით გაუვლია და ბოლოს სრულიად გამქრალა. ასე მაგ.: ავადმყოფები სახსართა რევმატიზმით, მუხლის შესიებით, მოძრაობის შეზღუდვით და ძლიერი ტკივილებით __ სრულიად მორჩენილან მკურნალობის შემდეგ.

       დამბლა : 

  •  Hemipleg–ის ნიადაგზე განვითარებული დამბლა.                                                                (ავადმყოფს შეზღუდული ჰქონდა არა მარტო მოძრაობა,არამედ განვითარებული ჰქონდა უნებლიე დეფეკაცია და გადატანილი ტიფის შედეგად უნებლიე შარდვა. ასევე __ იდიოტიზმი. აბაზანებით მკურნალობის შემდეგ დამბლის მოვლენები სრულიად მოესპო,მოძრაობის უნარი აღდგა. )
  • მუცლის ტიფის შედეგად განვითრებული დამბლა.                                                            ( 2 შემთხვევა ;  ავადმყოფი,რომელიც დიდხანს მხოლოდ სავარძლით დაყავდათ, აბაზანებით მკურნალობის შემდეგ სრულიად მორჩა და დაუბრუნდა თავისუფალი მოძრაობის უნარი. )
  • ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანიული დაზიანებისშედეგად გამოწვეული დამბლების შემთხვევაში,როგორც მოსალოდნელი იყო არავითარი შედეგი არ მოუცია.     

         ღვიძლისა და ელენთის ქრონიკული დაავადებანი : 
             (30 შემთხვევა ; 17–ს მიუღია გაუმჯობესება )
         P.S. ღვიძლისა და ელენთის ორგანული ცვლილებების შემთხვევაში წყლით მკურნალობას არავითარი ეფექტი არ აქვს.

        საყმაწვილო :  
            ღია,ქრონიკული ფორმები (64 შემთხვევა ;  უმრავლესობა "მუშტის ოდენა" სიმსივნეები კისრის არეში თვალსაჩინოდ შემცირებულა,დარბილებულა,წყლულები გასუფთავებულა და სრულიად შეხორცებულა. )  

        ქრონიკული წყლულები :
            იდიოპათიურ და დისკრაზიულ პათოგენეზის დაავადება. (22 შემთხვევა ; დადებითი შედეგი. ადგილობრივი აბაზანებით, 1 სთ.–ს ხანგრძლივობით, 1–2ჯერ დღეში. )    



       ბუასილი ( Varices Haemorchoidalis) 
          (15 შემთხვევა,გართულებული ფორმით : "გოლიათის" წყაროს წყლის მკურნალობის შედეგად (ზოგჯერ რძით განზავებული) Per os რამდენიმე ჭიქის მიღების შემდეგ იგრძნობოდა თვალსაჩინო გაუმჯობესება და უმრავლეს შემთხვევაში სრული გამოჯანმრთელება. )
  

       კონტრაქტურა : 
         კუნთების ატროფიის, სინოვიალური გარსის ანთების და სიმსივნეებისაგან გამოწვეულ ამ დაავადების შემთხვევებს აბაზანებით ხანგრძლივი მკურნალობისას დადებითი შედეგი მოუცია.

         აბასთუმნის წყლები ასევე დადებით შედეგს იძლევა და კურნავს : სხვადასხვა ხასიათის კანის გამონაყარს,ლორწოვან დაავადებებს,ქრონიკულ ჰიპერემიებს და შეგუბებითი ხასიათის მოვლენებს მუცლის ღრუში, სიმსივნეებს, ძვლის ზედაკანის ანთებებს, ფლეგმონიას, Distorsio–ს, მიელიტებს, კუნთის ატროფიას და სხვებს. ხშირ შემთხვევაში engorgement colli uteri __ უნაყოფობის მოსპობას.