Wednesday, June 8, 2011

სამკურნალო და მინერალური წყლები

       მინერალური წყლები არის მიწისქვეშა (ზოგჯერ ზედაპირული) წყლები,რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ მინერალებს (იშვიათად ორგანულ) კომპონენტებს და აქვს განსაკუთრებული ფიზიკურ–ქიმიური თვისებები (ტემპერატურა,რადიოაქტიურობა და სხვა. ) . მინერალური წყლების თვისებები ადამიანის ორგანიზმზე სამკურნალო გავლენას ახდენს,რის გამოც მათ სამკურნალო საშუალებად იყენებენ. სამკურნალო მიზნით ბუნებრივ ძალთა გამოყენებას მედიცინაში ფიზიოთერაპიას უწოდებენ. ( "ფიზის" ბერძნულად ნიშნავს ბუნებას, "თერპეო"__ მკურნალობას. ). მინერალური წყლების გამოყენებას სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ ბალნეოთრეპია ეწოდება.
       სამკურნალო წყალი შეიძლება ეწოდოს ისეთ წყალს ,რომელიც მინერალებს შეიცავს ერთ ლიტრ წყალზე არა ნაკლებ 1გრ.–ისა ან შეიძლება იგი 1გრ.–ზე ნაკლებიც იყოს. ამ შენთხვევაში ეს მინერალური წყალი მძაფრად მოქმედი უნდა იყოს ან მაღალი ტემპერატურით ხასიათდებოდეს.


ფიზიკურ–ქიმიური თვისებები 

       სამკურნალო წყლები დედამიწის სიღრმეში მიედინებიან ნიადაგის სხვადასხვა ფენებში. დედამიწასთან შეხების შედეგად ისინი (წყლები) ხსნიან სხვადასხვა მარილს და ითვისებენ მათ (განსაკუთრებით მაშინ, თუ ასეთი გავლის დროს ნიადაგში წყალს გაჩერება მოუხდება.) . ფიზიკურ–ქიმიურ თვისებებში შედის ტემპერატურა,მინერალიზაცია,იონური შედგენილობა,წყალში გახსნილი აირები,რადიოაქტიურობა,ბიოლოგიურად აქტიური ორგანული ნაერთები,მიკროელემენტები და ა.შ.


აირების წარმოქმნა მინერალურ წყლებში

       მინერალურ წყლებში აირების ნაწილი გახსნილ მდგომარეობაშია,ნაწილი კი თავისუფალ მდგომარეობაში.
       სამკურნალო წყლებში ყველაზე მეტი მნიშვნელობა ეძლევა ნახშირორჟანგს და გოგირდწყალბადის აირს,რომლებიც სპეციფიკური სამკურნალო თვისებებისაა. დანარჩენი გაზები,როგორიცაა აზოტი,წყალბადი,მეთანი და სხვ., ასრულებენ გარკვეულ როლს,თუმცა ჯერჯერობით მათი მნიშვნელობა საკმაოდ არ არის შესწავლილი.
       მინერალურ წყლებში ასევე ნახულობენ მთელ რიგ ძვირფას გაზებს. მათ შორის ყველაზე უფრო ღირსშესანიშნავია რადიუმის ემანაცია,ჰელიუმი,რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებათა დაშლის შედეგია. მისი რაოდენობა ზოგიერთ წყალში საკმაოდ დიდია. ამიტომ თუ ასეთი გაზის რაოდენობა 1/10–ზე მეტს აღწევს,მას ეძლევა პრაქტიკული მნიშვნელობა. გარდა ამისა წყლებში აგრეთვე ნახულობენ ურანს,თორიუმსა და აქტინიუმს.


წყლების ტემპერატურა

       ტემპერატურის მიხედვით გამოიყოფა მინერალური წყლების შემდეგი ჯგუფები : ძლიერ ცივი __ 4°C–მდე,   ცივი__ 4-20°C   ,  თბილი __ 20-37°C  ,   ცხელი (თერმული) __ 37-42°C, ძლიერ ცხელი (ჰიპერთერმული) __ 42°C და მეტი.


მინერალიზაცია 

       წყლის მინერალიზაცია მასში გახსნილი მინერალური ნივთიერებების საერთო რაოდენობით განისაზღვრება. განარჩევენ წყლის სუსტ (2გ/ლ–მდე), მცირე (2–5გ/ლ), საშუალო (5–15გ/ლ),  მაღალ (15–30გ/ლ), ნაჯერ (30–150გ/ლ) და ზენაჯერ (150გ/ლ–ზე მეტი) მინერალიზაციას.
(სუსტი მინერალიზაციისა და კალციუმის იონებიან მინერალურ წყლებს აქვს შარდმდენი თვისებები,რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან შარდთან ერთად ბაქტერიების,ლორწოს,ქვიშისა და წვრილი კონკრემენტების გამოყოფას.)
       მინერალური წყლების დალევა არ შეიძლება საყლაპავი მილისა და კუჭის შესავლის შევიწროვების, კუჭის დაწევის,გულსისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადების,თირკმლის გამომყოფი ფუნქციის დარღვევისა და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს.


კლასიფიკაცია

       მინერალური წყლების ფიზიკურ–ქიმიურ თვისებათა განხილვის შემდეგ შეიძლება მინერალური წყლები დავყოთ განსაკუთრებულ ჯგუფებად. მათი მინერალიზაციისა და იმისდა მიხედვით,თუ რომელი მარილები სჭარბობენ.
       სამკურნალო წყლები იყოფა 6კლასად : 
  1. ჰიდროკაბონატული წყლები
  2. ქლორიდული წყლები
  3. სულფატური წყლები
  4. კომბინაცია პირველი სამი ჯგუფის წყლებისა
  5. სამკურნალო წყლები,რომლებიც შეიცავენ ბიოლოგიურად აქტიურ იონებს : რკინას,დარიშხანს და სხვ.
  6. აირიანი წყლები
       აღსანიშნავია საქართველოში არსებული მინერალური წყლები : "ვაჟას წყარო", "ლუგელა", "სქური", "უწერა", "ყაზბეგი", ასევე ტყვარჩელისა და სხვა საბადოთა თერმული წყლები, წყალტუბოს სამკურნალო წყლები, ჯავის მინერალური წყლის საბადო, "ბორჯომი", "ნაბეღლავი", "საირმე", "ზვარე", თბილისის სამკურნალო წყალი,ნუნისისა და მახინჯაურის სამკურნალო წყლები და სხვ., "ცაიში", "ჯავა"ძაუ, "ლაშიჭალა", "ლებარდე", "მახინჯაური",  "ვარძია", "სულორი", "შოვი", "ლიკანი", "ავადჰარა"ვარძია–ნაქალაქევისა და ბოლნისის წყლები და სხვ.

 

Saturday, June 4, 2011

აბასთუმნის სამკურნალო წყლები

        ხალხური გადმოცემით,აბასთუმნის სამკურნალო წყლების ისტორია უძველესი დროიდან იწყება. ამავე წყაროს მიხედვით,თითქოს ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელი აბანავებდა მასში თავის მხედრებს და კურნავდა მათ მძიმე ჭრილობებისაგან. ახალციხის მაზრაში 1934 წლისთვის შენახულია ლეგენდები უძველესი დროიდან აღნიშნული წყლების მოქმედების შესახებ.
       ხოლო წერილობითი ინფორმაციით აბასთუმანი,მაშინდელი ოძრხე XVI საუკუნეში ყოფილა სახელგანთქმული სამკურნალო წყლებით.
       აბასთუმანში არსებობს 3 წყარო : "გოლიათის", "გველისა" და "საყმაწვილო". ჩატარებული ანალიზების შედეგად ,ამ წყაროებს ხან მარილ–გოგირდ–ტუტოვან წყლებად თვლიდნენ,ხან გოგირდოვან წყალთა ჯგუფს მიაკუთვნებდნენ,ხან კი მინერალურ ხასიათს უსვამდნენ ხაზს. მოგვიანებით,1883წ. კავკასიის საექიმო საზოგადოების მიერ ეს წყლები ცნობილ იქნა ინდიფერენტულ ანუ ქიმიურად განურჩეველ წყლებად (თერმი).


აბასთუმნის სამკურნალო წყლების ანალიზი რ.კუპცისის მიხედვით(გრ.–ებში)

გოლიათის წყარო 

       ანიონები :     ქლორის იონები                           _____0,1377
                               სულფატის იონები                     _____0,1639
                               ჰიდროსულფატების იონები    _____0,0037
                               კარბონატების იონები               _____0,0048

      კატიონები :   კალიუმის                         _____0,0004
                                ნატრიუმის                      _____0,1377
                                კალციუმის                      _____0,0306
                                მაგნიუმის                       _____0,0006
                                რკინის                              _____0,0003 

                               მყარი ნივთ.120°C გახურებით                _____0,5440
                               გახურებით დაკარგვის რაოდენობა     _____0,0124
                               წყლის ტემპერატურა                               _____48,5°C 
                               რადიაქტივობა                                           _____1,43 მ.ე.
                               Ph                                                                  _____7,6



გველის წყარო 

        ანიონები :     ქლორის იონები                             _____0,1047
                                 სულფატის იონები                      _____0,1211 
                                ჰიდროსულფატების იონები      _____0,0037
                                კარბონატების იონები                 _____0,0141

        კატიონები :   კალიუმის                         _____0,0062 
                                  ნატრიუმის                      _____0,1217
                                  კალციუმის                      _____0,0106 
                                  მაგნიუმის                       _____0,0007 
                                  რკინის                              _____0,0006

                                 მყარი ნივთ.120°C გახურებით                     _____0,4300 
                                 გახურებით დაკარგვის რაოდენობა          _____0,0168 
                                წყლის ტემპერატურა                                     _____42°C   
                                რადიაქტივობა                                                 _____1,43 მ.ე.  
                                Ph                                                                        _____7,6 


საყმაწვილო წყარო
   
        ანიონები :     ქლორის იონები                              _____0,1313  
                                 სულფატის იონები                       _____0,1302 
                                 ჰიდროსულფატების იონები      _____0,0044  
                                 კარბონატების იონები                 _____0,0252 

        კატიონები :   კალიუმის                         _____0,0063 
                                  ნატრიუმის                      _____0,1371 
                                  კალციუმის                      _____0,0243 
                                  მაგნიუმის                       _____0,0002 
                                  რკინის                              _____0,0010 

                                 მყარი ნივთ.120°C გახურებით               _____0,520
                                 გახურებით დაკარგვის რაოდენობა     _____0,026 
                                 წყლის ტემპერატურა                               _____39°C   
                                 რადიაქტივობა                                           _____0,48 მ.ე. 
                                  Ph                                                                 _____7,6 



კლინიკური დაკვირვებანი 

       რევმატული დაავადებანი :  

  •    სახსართა რევმატიზმი (30 შემთხვევა __ 22 განიკურნა) 
  •    კუნთოვანი სისტემის რევმატული დაავადება (65 შემთხვევა __ 55 განიკურნა)                                                                       (ექ.ანანოვის დაკვირვება)
  •    სახსართა რევმატიზმი (29შემთხვევა __ გამოკეთდა 21)
  •    კუნთოვანი სისტემის რევმატიზმი (64 შემთხვევა __ გამოკეთდა 54)
        უმრავლესობას დანიშნული ჰქონდა "გოლიათის წყაროს" აბაზანები 36°R–ით. ხშირად აბაზანების დასაწყისში რევმატული ხასიათის მოვლენები გაძლიერებულა,მაგრამ შემდეგ მათ თანდათანობით გაუვლია და ბოლოს სრულიად გამქრალა. ასე მაგ.: ავადმყოფები სახსართა რევმატიზმით, მუხლის შესიებით, მოძრაობის შეზღუდვით და ძლიერი ტკივილებით __ სრულიად მორჩენილან მკურნალობის შემდეგ.

       დამბლა : 

  •  Hemipleg–ის ნიადაგზე განვითარებული დამბლა.                                                                (ავადმყოფს შეზღუდული ჰქონდა არა მარტო მოძრაობა,არამედ განვითარებული ჰქონდა უნებლიე დეფეკაცია და გადატანილი ტიფის შედეგად უნებლიე შარდვა. ასევე __ იდიოტიზმი. აბაზანებით მკურნალობის შემდეგ დამბლის მოვლენები სრულიად მოესპო,მოძრაობის უნარი აღდგა. )
  • მუცლის ტიფის შედეგად განვითრებული დამბლა.                                                            ( 2 შემთხვევა ;  ავადმყოფი,რომელიც დიდხანს მხოლოდ სავარძლით დაყავდათ, აბაზანებით მკურნალობის შემდეგ სრულიად მორჩა და დაუბრუნდა თავისუფალი მოძრაობის უნარი. )
  • ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანიული დაზიანებისშედეგად გამოწვეული დამბლების შემთხვევაში,როგორც მოსალოდნელი იყო არავითარი შედეგი არ მოუცია.     

         ღვიძლისა და ელენთის ქრონიკული დაავადებანი : 
             (30 შემთხვევა ; 17–ს მიუღია გაუმჯობესება )
         P.S. ღვიძლისა და ელენთის ორგანული ცვლილებების შემთხვევაში წყლით მკურნალობას არავითარი ეფექტი არ აქვს.

        საყმაწვილო :  
            ღია,ქრონიკული ფორმები (64 შემთხვევა ;  უმრავლესობა "მუშტის ოდენა" სიმსივნეები კისრის არეში თვალსაჩინოდ შემცირებულა,დარბილებულა,წყლულები გასუფთავებულა და სრულიად შეხორცებულა. )  

        ქრონიკული წყლულები :
            იდიოპათიურ და დისკრაზიულ პათოგენეზის დაავადება. (22 შემთხვევა ; დადებითი შედეგი. ადგილობრივი აბაზანებით, 1 სთ.–ს ხანგრძლივობით, 1–2ჯერ დღეში. )    



       ბუასილი ( Varices Haemorchoidalis) 
          (15 შემთხვევა,გართულებული ფორმით : "გოლიათის" წყაროს წყლის მკურნალობის შედეგად (ზოგჯერ რძით განზავებული) Per os რამდენიმე ჭიქის მიღების შემდეგ იგრძნობოდა თვალსაჩინო გაუმჯობესება და უმრავლეს შემთხვევაში სრული გამოჯანმრთელება. )
  

       კონტრაქტურა : 
         კუნთების ატროფიის, სინოვიალური გარსის ანთების და სიმსივნეებისაგან გამოწვეულ ამ დაავადების შემთხვევებს აბაზანებით ხანგრძლივი მკურნალობისას დადებითი შედეგი მოუცია.

         აბასთუმნის წყლები ასევე დადებით შედეგს იძლევა და კურნავს : სხვადასხვა ხასიათის კანის გამონაყარს,ლორწოვან დაავადებებს,ქრონიკულ ჰიპერემიებს და შეგუბებითი ხასიათის მოვლენებს მუცლის ღრუში, სიმსივნეებს, ძვლის ზედაკანის ანთებებს, ფლეგმონიას, Distorsio–ს, მიელიტებს, კუნთის ატროფიას და სხვებს. ხშირ შემთხვევაში engorgement colli uteri __ უნაყოფობის მოსპობას.

    
  
        

Monday, May 9, 2011

თბილისის გოგირდის წყლები

        გოგირდის თბილი წყლები მდებარეობენ ქალაქ თბილისში,მის ძველ ნაწილში,სადაც ისტორიული ცნობების მიხედვით დაიწყო თვით ქალქ თბილისის შენება. ეს იყო მე–5 საუკუნის მეორე ნახევარში,ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს.
        გოგირდის წყლის მთავარი საბუდარი ადგილის _ „სეიდაბადის მაღლობისნიადაგი უმეტეს წილად ტუფოგენურ ჯიშიდანტუფოსილასა და ტუფოკონგლომერატისაგან შედგება.აღნიშნული ნივთიერებანი წარმოადგენენ მაღლობების ზედაპირებზე ამოხეთქილ ძველი დროის ვულკანურ მასებს (აბიხი .).
        გოგირდის წყლები ორნაირია : თბილი და ცივი. წყლის მინერალობა,სრულიად დამოუკიდებულია იმ ნიადაგიდან,რომელშიც გოგირდის წყლებს უხდება გავლა,ვიდრე ის დედამიწის ზედაპირზე ამოვიდოდეს. განსაკუთრებული თვისება თბილისის გოგირდის წყლებისა მდგომარეობს იმაში,რომ ეს წყლები შეიცავენ გაზსმეტანს“. (კონიუშევსკი)
       მიუხედავად იმისა,რომ .თბილისი ნიადაგში ცივი გოგირდის წყლების ცირკულაცია ნაკლებია,ისინი მაინც შეიცავენ მეტ გახსნილ მარილებს,ვიდრე ცხელი გოგირდის წყლები. ყველაზე მეტად გოგირდის ცივ წყაროებში არის გოგირდმჟავა კირი,კალიუმი და მაგნიუმი.


გოგირდის წყლის ქიმიური შემადგენლობა

       თბილისის გოგირდის წყლები თავისი მუდმივი ქიმიური შემადგენლობით,მუდმივი დებიტითა და  t°-ით ეკუთვნის გოგირდტუტოვან თერმებს და უეჭველად წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ქრონიკულ ავადმყოფთა მკურნალობის დროს.


გოგირდის წყლის ანალიზი ერთ ლიტრ წყალზე (გრამებში) (რ.კუპცისით)

ნატრიუმი    N                                      _______ 0,04903
 ნატრიუმის ჟანგი   Na2                  _______ 0,0293
კალიუმის ჟანგი   K2O                        _______ 0,0296
კალციუმის ჟანგი   CaO                      _______ 0,0120
მაგნიუმის ჟანგი   MgO                       _______  0,029
ალუმინის ჟანგი   Al2O3                      _______ 0,0002
რკინის ნაჟანგი  FeO                           _______ 0,0002
ქლორი   Cl                                            _______ 0,562
იოდი   J                                                 _______ 0,00019
ბრომი   Br                                              ______ კვალი
გოგირდი შეერთებული   S               ______ 0,087
გოგირდის სიმჟავე    SO3                   ______ 0,0137
ნახშირმჟავა შეერთებული   CO2      ______  0,0398
კაჟის სიმჟავე     SiO2                                    ________ 0,0430
  
      სულ     ________     0,28482


ახშირმჟავა ნახევრად თავისუფალი   H2CO3_____0,0560
გოგირდწყალბადი   H2S____0,0022
ნარჩენი მკვრივი ნივთიერებანი,გამხმარი  120°C____0,299
გახურების დროს დახარჯულ ნივთიერებათა რაოდ.____0,032
ორგანული ნივთიერებანი____0,024
წყლის    t °____41°C
რადიაქტივობა____0,26 მახეს ერთეულში



ჩვენებები მკურნალობისათვის

   I.  მოძრაობის ორგანოთა დაავადებები

  1. ინფექციური წარმოშობის ქრონიკული ართრიტები
  2. მწვავე რევმატული პოლიართრიტის შემდგომი რეზიდუალური მოვლენები.
  3. ტრავმული ართრიტები მწვავე და ქრონიკულ პერიოდში.
  4. ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლის მოშლის ნიადაგზე წარმოშობილი ართრიტები.
  5. დეფორმირებული პოლიართრიტები.
  6.  სპონდილოართრიტების და სპონდილოზების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმები.  
    
        პროფ.. ცინცაძისა და . ანდრონიკაშვილის მიერ ჩატარებულ  დაკვირვებათა მიხედვით,სახსრების დაავადების დროს თბილისის თერმული გოგირდიანი წყლის აბაზანების გავლენით უმეტეს შემთხვევაში აღინიშნება სააბაზანო რეაქცია,რომელიც ნაზია და უმთავრესად ტკივილის გამწვავებით იჩენს თავს. ავთორების აზრით,ასე რეაქცია დადებითი მოვლენაა და მას თან სდევს კარგი ტერაპიული ეფექტი. თბილისის თრმული გოგირდიანი წყლის აბაზანებით მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს  20 პროცედურას.
       .ცხომელიძის მიერ ჩატარებულ დაკვირვებათა შედეგად დადგინდა,რომ რევმატული პოლიართრიტით დაავადებულებში (რემისიის ფაზაში) თბილისის თერმული გოგირდიანი წყლის აბაზანები უმეტეს შემთხვევაში საერთო კლინიკურ გაუმჯობესებასთან ერთად იძლევა ქერქოვანი პროცესების ნორმალიზაციას.
       პროფ.. აბულაძემ და . უგულავამ ჩაატარეს დაკვირვება სხვადასხვა ეტიოლოგიის ინფექციური პოლიართრიტების დროს ჟანგვააღდგენით პროცესებზე თბილისის თერმული გოგირდიანი წყლის აბაზანების გავლენის შესასწავლად (დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა 33 ავადმყოფი). დაკვირვებათ შედეგად ავტორებმა დაასკვნეს, რომ თბილისის თერმული გოგირდიანი წყლის აბაზანები ასეთ შემთხვევაში მაღალ თერაპიულ ეფექტს იძლევა,კერძოდ, უმჯობესდება ორგანიზმში მიმდინარე ჟანგავაღდგენითი პროცესები.
        .მახარაძის დაკვირვებათა მიხედვით (50ავადმყოფი), თბილისის გოგირდიანი წყლის აბაზანები კარგ შედეგს იძლევა ქრონიკული ართრიტები დაავადებულთა მკურნალობისას (როგოეც სუბიექტურად,ისე ობიექტური მონაცემების მხრივ ). უმჯობესდება ასევე გულის მუშაობა,კლებულობს სისხლის მომატებული წნევა,ხოლო ნორმალური კი უცვლელად რჩება.
        .კაკაბაძემ ჩაატარა დაკვირვება თბილისის თერმული გოგირდიანი წყლის აბაზანებით არასპეციფიკური ინფექციური პოლიართრიტი დაავადებულთა მკურნალობის ეფექტიანობაზე და აგრეთვე ამ წყლის აბაზანების გავლენაზე ღვიძლის ზოგიერთ ფუნქციაზე. ავტორი დაასკვნის,რომ თბილისის თერმული გოგირდიანი წყლის აბაზანების გავლენის შედეგად უმეტეს შემთხვევაში მიიღება განსაზღვრული თერაპიული ეფექტი როგორც საერთო მდგომარეობის,ისე ადგილობრივი პათოლოგიური პროცესის მხრივ _ ქრება ან მცირდება ტკივილი და ექსუდატური მოვლენები სახსრებში,პერიარტიკულარულ ქსოვილებში,მატულობს მოძრაობის მოცულობა,ნორმალიზდება ტემპერატურა,უმჯობესდება ავადმყოფთა კლინიკური მდგომარეობა როგორც სუბიექტურად,ისე ობიექტურად. ავადმყოფებს შრომის უნარი უბრუნდებათ დაავადების  I - II სტადიაში.
        .მელიქიშვილმა, .უგულავამ და . კაკაბაძემ ჩაატარეს დაკვირვება ჰიალურონიდაზის აქტივობის დინამიკაზე ინფექციური არასპეციფიკური პოლიართრიტების დროს თბილისის თერმული გოგირდიანი წყლის აბაზანების მკურნალობის შედეგად (დაკვირვება ჩატარებულია 66 ავადმყოფზე ).
        ავტორები აღნიშნავენ თბილისის თერმული გოგირდიანი წყლის აბაზანების დადებით თერაპიულ მოქმედებას არასპეციფიკური პოლიართრიტით დაავადებულებზე ; ავადმყოფთა საერთო მდგომარეობისა და ადგილობრივი პათოლოგიური პროცესების გაუმჯობესება უფრო თვალსაჩინოდ გამოიხატა თბილისის თერმული გოგირდიანი წყლის აბაზანების ფონზე სამკურნალო ვარჯიშებისა და მასაჟის ჩატარებისას.
        თბილისის რმული გოგრიდიანი წყალი ენიშნებათ Poliarthritis Rheumatica chr, da Arthritis urica Myositis დროს.  მაგ.: სახსართა შეშუპებანი,ხრიალი,ტკივილები მოძრაობის დროს. აღნიშნული მოვლენანი მე–10–15 გოგირდის აბაზანის მიღების შემდეგ უმეტეს შემთხვევაში ქრებოდა, ან დიდ გაუმჯობესებას პოულობდნენ. რასაკვირველია,იყო შემთხვევები,როდესაც არავითარ თერაპევტიულ ეფექტს ავადმყოფი არ ღებულობდა.


II. გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები 

  1. მიოკარდიოდისტროფია კომპენსაციის სტადიაში და სისხლის მიმოქცევის I და II ხარისხის უკმარისობით.
  2. კარდიოსკლეროზები : მიოკარდიტული და ათეროსკლეროზული წარმოშობის,კომპენსაციის სტადიაში და სისხლის მიმოქცევის I და II ხარისხის უკმარისობით (ლანგის მიხედვით).
  3. გულის მანკები კომპენსაციის სტადიაში და სისხლის მიმოქცევის I და II ხარისხის უკმარისობით.
  4. ჰიპერტონიული დაავადება I და II სტადიაში თავის ტვინის და გულის სისხლძარღვთა სკლეროზის მკაფიოდ გამოხატული მოვლენების და თირკმელების ფუნქციის დარღვევის გარეშე.
  5. ანგიონევროზები.
  6. თრომბოფლებიტები ( მწვავე პერიოდიდან არა უადრეს სამი თვისა ). 

        ი. ცინცაძემ და ნ. ანდრონიკაშვილმა ჩაატარეს დაკვირვება იმის დასადგენად,თუ რა გავლენას ახდენს თბილისის გოგირდიანი წყლის აბაზანები სისხლის მიმოქცევის ორგანოების ცვლილებებზე. მიღებული მონაცემების საფუძველზე ავტორები დაასკვნიან,რომ ამ წყლის აბაზანებით (+36° – +37° ) მკურნალობის შედეგად უმეტეს შემთხვევაში ხდება სისხლის მიმოქცევის ორგანოების დარღვეული ფუნქციების გაუმჯობესება __ მომატებული სისხლის წნევა კლებულობს და, პირიქით, დაქვეითებული მატულობს და ნორმას უბრუნდება,უმჯობედება აგრეთვე ნივთიერებათა ცვლა,ავადმყოფთა სუბიექტური და ობიექტური მდგომარეობა ( ქოშინი,გულის ძგერა,თავბრუ,ცუდი ძილი და სხვ. ).
        პროფ. ა. აბულაძისა და თ.უგულავას მიერ ჩატარებული დაკვირვებებით დადგინდა თბილისის თერმული გოგირდიანი წყლის აბაზანების დადებითი მოქმედება ჰიპერტონიით დაავადებულ ავადმყოფებზე ; ავადმყოფებს I B სტადიაში კლინიკურ გაუმჯობესებასთან ერთად უძლიერდებათ ჟანგვა–აღდგენითი პროცესები, II A სტადიაში  ავადმყოფებს ეს პროცესები უფრო მკაფიოდ ეტყობათ მე–6–7 აბაზანის მიღებისას. აღსანიშნავია,რომ ბალნეოპროცედურები ზოგჯერ აუარესებს ჟანგვა–აღდგენით პროცესებს; 

III. ნერვული სისტემის დაავადებები 

  1. პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები __ ნევრიტები,ნევრალგიები,რადიკულიტები,პლექსიტები და სხვ.
  2. ნერვული სისტემის  ფუნქციური დაავადებები __  ნევრასთენიული რეაქციები,ვეგეტოდისტონიები.