ხოლო წერილობითი ინფორმაციით აბასთუმანი,მაშინდელი ოძრხე XVI საუკუნეში ყოფილა სახელგანთქმული სამკურნალო წყლებით.
აბასთუმანში არსებობს 3 წყარო : "გოლიათის", "გველისა" და "საყმაწვილო". ჩატარებული ანალიზების შედეგად ,ამ წყაროებს ხან მარილ–გოგირდ–ტუტოვან წყლებად თვლიდნენ,ხან გოგირდოვან წყალთა ჯგუფს მიაკუთვნებდნენ,ხან კი მინერალურ ხასიათს უსვამდნენ ხაზს. მოგვიანებით,1883წ. კავკასიის საექიმო საზოგადოების მიერ ეს წყლები ცნობილ იქნა ინდიფერენტულ ანუ ქიმიურად განურჩეველ წყლებად (თერმი).
აბასთუმნის სამკურნალო წყლების ანალიზი რ.კუპცისის მიხედვით(გრ.–ებში)
გოლიათის წყარო
ანიონები : ქლორის იონები _____0,1377
სულფატის იონები _____0,1639
ჰიდროსულფატების იონები _____0,0037
კარბონატების იონები _____0,0048
კატიონები : კალიუმის _____0,0004
ნატრიუმის _____0,1377
კალციუმის _____0,0306
მაგნიუმის _____0,0006
რკინის _____0,0003
მყარი ნივთ.120°C გახურებით _____0,5440
გახურებით დაკარგვის რაოდენობა _____0,0124
წყლის ტემპერატურა _____48,5°C
რადიაქტივობა _____1,43 მ.ე.
Ph _____7,6
გველის წყარო
ანიონები : ქლორის იონები _____0,1047
სულფატის იონები _____0,1211
ჰიდროსულფატების იონები _____0,0037
კარბონატების იონები _____0,0141
კატიონები : კალიუმის _____0,0062
ნატრიუმის _____0,1217
კალციუმის _____0,0106
მაგნიუმის _____0,0007
რკინის _____0,0006
მყარი ნივთ.120°C გახურებით _____0,4300
გახურებით დაკარგვის რაოდენობა _____0,0168
წყლის ტემპერატურა _____42°C
რადიაქტივობა _____1,43 მ.ე.
Ph _____7,6
საყმაწვილო წყარო
ანიონები : ქლორის იონები _____0,1313
სულფატის იონები _____0,1302
ჰიდროსულფატების იონები _____0,0044
კარბონატების იონები _____0,0252
კატიონები : კალიუმის _____0,0063
ნატრიუმის _____0,1371
კალციუმის _____0,0243
მაგნიუმის _____0,0002
რკინის _____0,0010
მყარი ნივთ.120°C გახურებით _____0,520
გახურებით დაკარგვის რაოდენობა _____0,026
წყლის ტემპერატურა _____39°C
რადიაქტივობა _____0,48 მ.ე.
Ph _____7,6
კლინიკური დაკვირვებანი
რევმატული დაავადებანი :
- სახსართა რევმატიზმი (30 შემთხვევა __ 22 განიკურნა)
- კუნთოვანი სისტემის რევმატული დაავადება (65 შემთხვევა __ 55 განიკურნა) (ექ.ანანოვის დაკვირვება)
- სახსართა რევმატიზმი (29შემთხვევა __ გამოკეთდა 21)
- კუნთოვანი სისტემის რევმატიზმი (64 შემთხვევა __ გამოკეთდა 54)
უმრავლესობას დანიშნული ჰქონდა "გოლიათის წყაროს" აბაზანები 36°R–ით. ხშირად აბაზანების დასაწყისში რევმატული ხასიათის მოვლენები გაძლიერებულა,მაგრამ შემდეგ მათ თანდათანობით გაუვლია და ბოლოს სრულიად გამქრალა. ასე მაგ.: ავადმყოფები სახსართა რევმატიზმით, მუხლის შესიებით, მოძრაობის შეზღუდვით და ძლიერი ტკივილებით __ სრულიად მორჩენილან მკურნალობის შემდეგ.
დამბლა :
- Hemipleg–ის ნიადაგზე განვითარებული დამბლა. (ავადმყოფს შეზღუდული ჰქონდა არა მარტო მოძრაობა,არამედ განვითარებული ჰქონდა უნებლიე დეფეკაცია და გადატანილი ტიფის შედეგად უნებლიე შარდვა. ასევე __ იდიოტიზმი. აბაზანებით მკურნალობის შემდეგ დამბლის მოვლენები სრულიად მოესპო,მოძრაობის უნარი აღდგა. )
- მუცლის ტიფის შედეგად განვითრებული დამბლა. ( 2 შემთხვევა ; ავადმყოფი,რომელიც დიდხანს მხოლოდ სავარძლით დაყავდათ, აბაზანებით მკურნალობის შემდეგ სრულიად მორჩა და დაუბრუნდა თავისუფალი მოძრაობის უნარი. )
- ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანიული დაზიანებისშედეგად გამოწვეული დამბლების შემთხვევაში,როგორც მოსალოდნელი იყო არავითარი შედეგი არ მოუცია.
ღვიძლისა და ელენთის ქრონიკული დაავადებანი :
(30 შემთხვევა ; 17–ს მიუღია გაუმჯობესება )
P.S. ღვიძლისა და ელენთის ორგანული ცვლილებების შემთხვევაში წყლით მკურნალობას არავითარი ეფექტი არ აქვს.
საყმაწვილო :
ღია,ქრონიკული ფორმები (64 შემთხვევა ; უმრავლესობა "მუშტის ოდენა" სიმსივნეები კისრის არეში თვალსაჩინოდ შემცირებულა,დარბილებულა,წყლულები გასუფთავებულა და სრულიად შეხორცებულა. )
ქრონიკული წყლულები :
იდიოპათიურ და დისკრაზიულ პათოგენეზის დაავადება. (22 შემთხვევა ; დადებითი შედეგი. ადგილობრივი აბაზანებით, 1 სთ.–ს ხანგრძლივობით, 1–2ჯერ დღეში. )
(30 შემთხვევა ; 17–ს მიუღია გაუმჯობესება )
P.S. ღვიძლისა და ელენთის ორგანული ცვლილებების შემთხვევაში წყლით მკურნალობას არავითარი ეფექტი არ აქვს.
საყმაწვილო :
ღია,ქრონიკული ფორმები (64 შემთხვევა ; უმრავლესობა "მუშტის ოდენა" სიმსივნეები კისრის არეში თვალსაჩინოდ შემცირებულა,დარბილებულა,წყლულები გასუფთავებულა და სრულიად შეხორცებულა. )
ქრონიკული წყლულები :
იდიოპათიურ და დისკრაზიულ პათოგენეზის დაავადება. (22 შემთხვევა ; დადებითი შედეგი. ადგილობრივი აბაზანებით, 1 სთ.–ს ხანგრძლივობით, 1–2ჯერ დღეში. )
ბუასილი ( Varices Haemorchoidalis) :
(15 შემთხვევა,გართულებული ფორმით : "გოლიათის" წყაროს წყლის მკურნალობის შედეგად (ზოგჯერ რძით განზავებული) Per os რამდენიმე ჭიქის მიღების შემდეგ იგრძნობოდა თვალსაჩინო გაუმჯობესება და უმრავლეს შემთხვევაში სრული გამოჯანმრთელება. )
კონტრაქტურა :
კუნთების ატროფიის, სინოვიალური გარსის ანთების და სიმსივნეებისაგან გამოწვეულ ამ დაავადების შემთხვევებს აბაზანებით ხანგრძლივი მკურნალობისას დადებითი შედეგი მოუცია.
აბასთუმნის წყლები ასევე დადებით შედეგს იძლევა და კურნავს : სხვადასხვა ხასიათის კანის გამონაყარს,ლორწოვან დაავადებებს,ქრონიკულ ჰიპერემიებს და შეგუბებითი ხასიათის მოვლენებს მუცლის ღრუში, სიმსივნეებს, ძვლის ზედაკანის ანთებებს, ფლეგმონიას, Distorsio–ს, მიელიტებს, კუნთის ატროფიას და სხვებს. ხშირ შემთხვევაში engorgement colli uteri __ უნაყოფობის მოსპობას.
No comments:
Post a Comment