გოგირდის წყლის მთავარი საბუდარი ადგილის _ „სეიდ–აბადის მაღლობის“ ნიადაგი უმეტეს წილად ტუფოგენურ ჯიშიდან – ტუფოსილასა და ტუფოკონგლომერატისაგან შედგება.აღნიშნული ნივთიერებანი წარმოადგენენ მაღლობების ზედაპირებზე ამოხეთქილ ძველი დროის ვულკანურ მასებს (აბიხი ჰ.).
გოგირდის წყლები ორნაირია : თბილი და ცივი. წყლის მინერალობა,სრულიად დამოუკიდებულია იმ ნიადაგიდან,რომელშიც გოგირდის წყლებს უხდება გავლა,ვიდრე ის დედამიწის ზედაპირზე ამოვიდოდეს. განსაკუთრებული თვისება თბილისის გოგირდის წყლებისა მდგომარეობს იმაში,რომ ეს წყლები შეიცავენ გაზს „მეტანს“. (კონიუშევსკი)
მიუხედავად იმისა,რომ ქ.თბილისი ნიადაგში ცივი გოგირდის წყლების ცირკულაცია ნაკლებია,ისინი მაინც შეიცავენ მეტ გახსნილ მარილებს,ვიდრე ცხელი გოგირდის წყლები. ყველაზე მეტად გოგირდის ცივ წყაროებში არის გოგირდმჟავა კირი,კალიუმი და მაგნიუმი.
გოგირდის წყლის ქიმიური შემადგენლობა
თბილისის გოგირდის წყლები თავისი მუდმივი ქიმიური შემადგენლობით,მუდმივი დებიტითა და t°-ით ეკუთვნის გოგირდ–ტუტოვან თერმებს და უეჭველად წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ქრონიკულ ავადმყოფთა მკურნალობის დროს.
გოგირდის წყლის ანალიზი ერთ ლიტრ წყალზე (გრამებში) (რ.კუპცისით)
ნატრიუმი N _______ 0,04903
ნატრიუმის ჟანგი Na2O _______ 0,0293
კალიუმის ჟანგი K2O _______ 0,0296
კალციუმის ჟანგი CaO _______ 0,0120
მაგნიუმის ჟანგი MgO _______ 0,029
ალუმინის ჟანგი Al2O3 _______ 0,0002
რკინის ნაჟანგი FeO _______ 0,0002
ქლორი Cl _______ 0,562
იოდი J _______ 0,00019
ბრომი Br ______ კვალი
გოგირდი შეერთებული S ______ 0,087
გოგირდის სიმჟავე SO3 ______ 0,0137
ნახშირმჟავა შეერთებული CO2 ______ 0,0398
კაჟის სიმჟავე SiO2 ________ 0,0430
სულ ________ 0,28482
ნახშირმჟავა ნახევრად თავისუფალი H2CO3_____0,0560
გოგირდ–წყალბადი H2S____0,0022
ნარჩენი მკვრივი ნივთიერებანი,გამხმარი 120°C____0,299
გახურების დროს დახარჯულ ნივთიერებათა რაოდ.____0,032
ორგანული ნივთიერებანი____0,024
წყლის t °____41°C
რადიაქტივობა____0,26 მახეს ერთეულში
ჩვენებები მკურნალობისათვის
I. მოძრაობის ორგანოთა დაავადებები
- ინფექციური წარმოშობის ქრონიკული ართრიტები.
- მწვავე რევმატული პოლიართრიტის შემდგომი რეზიდუალური მოვლენები.
- ტრავმული ართრიტები მწვავე და ქრონიკულ პერიოდში.
- ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლის მოშლის ნიადაგზე წარმოშობილი ართრიტები.
- დეფორმირებული პოლიართრიტები.
- სპონდილოართრიტების და სპონდილოზების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმები.
პროფ.ი. ცინცაძისა და ნ. ანდრონიკაშვილის მიერ ჩატარებულ დაკვირვებათა მიხედვით,სახსრების დაავადების დროს თბილისის თერმული გოგირდიანი წყლის აბაზანების გავლენით უმეტეს შემთხვევაში აღინიშნება სააბაზანო რეაქცია,რომელიც ნაზია და უმთავრესად ტკივილის გამწვავებით იჩენს თავს. ავთორების აზრით,ასე რეაქცია დადებითი მოვლენაა და მას თან სდევს კარგი ტერაპიული ეფექტი. თბილისის თრმული გოგირდიანი წყლის აბაზანებით მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 20 პროცედურას.
ნ.ცხომელიძის მიერ ჩატარებულ დაკვირვებათა შედეგად დადგინდა,რომ რევმატული პოლიართრიტით დაავადებულებში (რემისიის ფაზაში) თბილისის თერმული გოგირდიანი წყლის აბაზანები უმეტეს შემთხვევაში საერთო კლინიკურ გაუმჯობესებასთან ერთად იძლევა ქერქოვანი პროცესების ნორმალიზაციას.
პროფ.ა. აბულაძემ და თ. უგულავამ ჩაატარეს დაკვირვება სხვადასხვა ეტიოლოგიის ინფექციური პოლიართრიტების დროს ჟანგვა–აღდგენით პროცესებზე თბილისის თერმული გოგირდიანი წყლის აბაზანების გავლენის შესასწავლად (დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა 33 ავადმყოფი). დაკვირვებათ შედეგად ავტორებმა დაასკვნეს, რომ თბილისის თერმული გოგირდიანი წყლის აბაზანები ასეთ შემთხვევაში მაღალ თერაპიულ ეფექტს იძლევა,კერძოდ, უმჯობესდება ორგანიზმში მიმდინარე ჟანგავ–აღდგენითი პროცესები.
ვ.მახარაძის დაკვირვებათა მიხედვით (50ავადმყოფი), თბილისის გოგირდიანი წყლის აბაზანები კარგ შედეგს იძლევა ქრონიკული ართრიტებით დაავადებულთა მკურნალობისას (როგოეც სუბიექტურად,ისე ობიექტური მონაცემების მხრივ ). უმჯობესდება ასევე გულის მუშაობა,კლებულობს სისხლის მომატებული წნევა,ხოლო ნორმალური კი უცვლელად რჩება.
თ.კაკაბაძემ ჩაატარა დაკვირვება თბილისის თერმული გოგირდიანი წყლის აბაზანებით არასპეციფიკური ინფექციური პოლიართრიტით დაავადებულთა მკურნალობის ეფექტიანობაზე და აგრეთვე ამ წყლის აბაზანების გავლენაზე ღვიძლის ზოგიერთ ფუნქციაზე. ავტორი დაასკვნის,რომ თბილისის თერმული გოგირდიანი წყლის აბაზანების გავლენის შედეგად უმეტეს შემთხვევაში მიიღება განსაზღვრული თერაპიული ეფექტი როგორც საერთო მდგომარეობის,ისე ადგილობრივი პათოლოგიური პროცესის მხრივ _ ქრება ან მცირდება ტკივილი და ექსუდატური მოვლენები სახსრებში,პერიარტიკულარულ ქსოვილებში,მატულობს მოძრაობის მოცულობა,ნორმალიზდება ტემპერატურა,უმჯობესდება ავადმყოფთა კლინიკური მდგომარეობა როგორც სუბიექტურად,ისე ობიექტურად. ავადმყოფებს შრომის უნარი უბრუნდებათ დაავადების I - II სტადიაში.
მ.მელიქიშვილმა, თ.უგულავამ და თ. კაკაბაძემ ჩაატარეს დაკვირვება ჰიალურონიდაზის აქტივობის დინამიკაზე ინფექციური არასპეციფიკური პოლიართრიტების დროს თბილისის თერმული გოგირდიანი წყლის აბაზანების მკურნალობის შედეგად (დაკვირვება ჩატარებულია 66 ავადმყოფზე ).
ავტორები აღნიშნავენ თბილისის თერმული გოგირდიანი წყლის აბაზანების დადებით თერაპიულ მოქმედებას არასპეციფიკური პოლიართრიტით დაავადებულებზე ; ავადმყოფთა საერთო მდგომარეობისა და ადგილობრივი პათოლოგიური პროცესების გაუმჯობესება უფრო თვალსაჩინოდ გამოიხატა თბილისის თერმული გოგირდიანი წყლის აბაზანების ფონზე სამკურნალო ვარჯიშებისა და მასაჟის ჩატარებისას.
თბილისის თერმული გოგრიდიანი წყალი ენიშნებათ Poliarthritis Rheumatica chr, da Arthritis urica Myositis დროს. მაგ.: სახსართა შეშუპებანი,ხრიალი,ტკივილები მოძრაობის დროს. აღნიშნული მოვლენანი მე–10–15 გოგირდის აბაზანის მიღების შემდეგ უმეტეს შემთხვევაში ქრებოდა, ან დიდ გაუმჯობესებას პოულობდნენ. რასაკვირველია,იყო შემთხვევები,როდესაც არავითარ თერაპევტიულ ეფექტს ავადმყოფი არ ღებულობდა.
II. გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
- მიოკარდიოდისტროფია კომპენსაციის სტადიაში და სისხლის მიმოქცევის I და II ხარისხის უკმარისობით.
- კარდიოსკლეროზები : მიოკარდიტული და ათეროსკლეროზული წარმოშობის,კომპენსაციის სტადიაში და სისხლის მიმოქცევის I და II ხარისხის უკმარისობით (ლანგის მიხედვით).
- გულის მანკები კომპენსაციის სტადიაში და სისხლის მიმოქცევის I და II ხარისხის უკმარისობით.
- ჰიპერტონიული დაავადება I და II სტადიაში თავის ტვინის და გულის სისხლძარღვთა სკლეროზის მკაფიოდ გამოხატული მოვლენების და თირკმელების ფუნქციის დარღვევის გარეშე.
- ანგიონევროზები.
- თრომბოფლებიტები ( მწვავე პერიოდიდან არა უადრეს სამი თვისა ).
ი. ცინცაძემ და ნ. ანდრონიკაშვილმა ჩაატარეს დაკვირვება იმის დასადგენად,თუ რა გავლენას ახდენს თბილისის გოგირდიანი წყლის აბაზანები სისხლის მიმოქცევის ორგანოების ცვლილებებზე. მიღებული მონაცემების საფუძველზე ავტორები დაასკვნიან,რომ ამ წყლის აბაზანებით (+36° – +37° ) მკურნალობის შედეგად უმეტეს შემთხვევაში ხდება სისხლის მიმოქცევის ორგანოების დარღვეული ფუნქციების გაუმჯობესება __ მომატებული სისხლის წნევა კლებულობს და, პირიქით, დაქვეითებული მატულობს და ნორმას უბრუნდება,უმჯობედება აგრეთვე ნივთიერებათა ცვლა,ავადმყოფთა სუბიექტური და ობიექტური მდგომარეობა ( ქოშინი,გულის ძგერა,თავბრუ,ცუდი ძილი და სხვ. ).
პროფ. ა. აბულაძისა და თ.უგულავას მიერ ჩატარებული დაკვირვებებით დადგინდა თბილისის თერმული გოგირდიანი წყლის აბაზანების დადებითი მოქმედება ჰიპერტონიით დაავადებულ ავადმყოფებზე ; ავადმყოფებს I B სტადიაში კლინიკურ გაუმჯობესებასთან ერთად უძლიერდებათ ჟანგვა–აღდგენითი პროცესები, II A სტადიაში ავადმყოფებს ეს პროცესები უფრო მკაფიოდ ეტყობათ მე–6–7 აბაზანის მიღებისას. აღსანიშნავია,რომ ბალნეოპროცედურები ზოგჯერ აუარესებს ჟანგვა–აღდგენით პროცესებს;
III. ნერვული სისტემის დაავადებები
- პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები __ ნევრიტები,ნევრალგიები,რადიკულიტები,პლექსიტები და სხვ.
- ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებები __ ნევრასთენიული რეაქციები,ვეგეტოდისტონიები.